ვილი გენიას გენიალური ლელო

AutoSharing Option
რედსი-კრუსეიდერზი 18:13
რედსი:15. ჯონო ლენსი, 14. როდ დევისი, 13. ანტონი ფაინგაა, 12. ბენ ტაპუაი, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილიამ გენია. 1. ბენ დეილი, 2. საია ფაინგაა, 3. გრეგ ჰოლმსი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰროვილი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. ბო რობინსონი, 8. რადიკე სამო
16. ჯეიმზ ჰენსონი, 17. გი შეპერდსონი, 18. ადამ ვოლეს-ჰარისონი, 19. ჯეკ შატზი, 20. ლიამ გილი, 21. იან პრიორი, 22. ვილ ჩემბერსი
2ლ: იოანი, გენია. 2ს,გ: კუპერი
კრუსეიდერზი: 15. ტომ მარშალი, 14. შონ მაითლენდი,
13. რობი ფრანი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ზაკ გუილდფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ვაით კროკეტი, 2. კორი ფლინი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბრედ თორნი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. ქუენტინ მაკდონალდი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ლუკ რომანო, 19. მეთ ტოდდი, 20. კენ ფოტუალიი, 21. მეთ ბერკვისტი, 22, რაიან კროტი.
ლ,გ,2ს: კარტერი
მსაჯი: ბრაის ლოურენსი

ზე რაგბის წლევანდელი გათამაშება ავსტრალიური გუნდის, ბრსიბენის "რედსის" ტრიუმფით დასრულდა. გუნდის, რომელიც ზე რაგბის სამყაროში სამი წლის წინ გამოჩნდა და ძალიან სწრაფად განიცადა პროგრესი. "წითლებმა" გადამწყვეტ, ფინალურ შეხევედრაში საკუთარ სტადიონზე ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ახლზელანდიური, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" დაამარცხეს - 18:13.

ზე რაგბის წლევანდელი ფინალი მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა. ორივე გუნდმა, რომლებიც უექსტრა კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, უმაღლესი დონის თამაში აჩვენეს. შეხვედრაში არ ყოფლილა თუნდაც წამიერი უინტერესო ეპიზოდი.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა, ორივე გუნდმა ერთმანეთზე უკეთესი რამდენიმე შეტევების ორგანიზება შეძლეს. თამაში იმდენად კორექტულად მიმდინარეობდა და მორაგბეები ისე სუფთად თამაშობდნენ რაკსა და ორთაბრძოლებში, რომ არბიტრმა პირველი საჯარიმო 31-ე წუთზე დანიშნა. "რედსის" მგეზავმა, ავსტრალიელთა იმედმა ქუადე კუპერმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა და თავისიანები დააწინაურა - 3:0.

"ჯვაროსნებმა", ცხადია, მასპინძლების ეს "კადნიერება" უპასუხოდ არ დატოვეს. სამ წუთში მორიგი იერიშისას დიდოსტატურად გაისარჯა ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავი დენ კარტერი, რომელმაც მეტოქის ერთ სიბრტყეზე მდგომო დაცვა მთლიანად უსაქმოდ დატოვა. მან "რედისის" ოცდაორმეტრიან ზონაში ბურთი ფეხით მიკლე მანძილზე შეაცურა, თავადვე დაეუფლა და ბრსიბენელთა ლელოში შეიჭრა. გარადასხვა კარტრმა ზუსტად დაარტყა - 7:3.

წინდაწინ უნდა ითქვას, რომ კარტერი ერთადერთი მორაგბე იყო ქრაისთჩერჩელების ყულაბაში ქულებს რომ აგროვებდა. მან მეორე ნახევარში მონაგარს ორი საჯარიმოთი კიდევ ექვსი ქულა შემატა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტაიმის დასრულებამდე კუპერმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე შეამცირა - 6:7, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ "კრუსეიდერზი" მეტოქეზე ოდნავ ფერმკრთალად გამოიყურებოდა. გავლენა, ალბათ, "ჯვაროსნების" ხშირმა მოგზაურობამ იქონია, მათ ხომ საკუთარ მოედანზე, ქრაისთჩერჩში ერთხელაც არ უთამაშიათ. მეტიც მათი საასპარზო არენა, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა აღდგენას არ ექვემდებარება.

მიუხედავად ასეთი, საკმაოდ სერიოზული პრობლემებისა, "კრუსეიდერზმა" ფინალში გააღწია და მატჩის 48-ე წუთზე კარტერის საჯარიმოთი ოთხი ქულით დაწინაურდა - 10:6. ამის შემდეგ ვითარების ბატონ-პატრონი მოედანზე "რედსი" გახდა. ორ წუთში ბრისბენელების შეტევისას, მარცხენა მოკლე ფრთაზე, ქაუადე კუპერმა იერიშში გარემარბი დიგბი იონი ჩართო, რომელმაც მეტოქის დაცვის ხაზში გაჩენილი ბზარი დროულად შენიშნა და ლელომდე დარჩენილი ოცი მეტრი უსწრაფესად გაირბინა. კუპერმა გარდასახვა გაიტანა - 13:10.

ოთხ წუთში კარტერმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მან ისევ გამოიყენა მეტოქის შეცდომა და საჯარიმოდან ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა.
კულმინაცია მატჩის ბოლო 15 წუთში დადგა. "რედსი" თამაშის დსკვნით მონაკვეთში უფრო აქტიური ჩანდა და ბევრად უკეთ გააზრებულ რაგბის თამაშობდა. 68-ე წუთზე კი "რედსისა" და ავსტრალიის ნაკრების ცხრა ნომერმა ვილიამ გენიამ გენიალური რეიდი განახორციელა. მან ბურთი მოდნის ცენტრთან, საკუთარ ნახევარზე მიიღო. ცრუ მოძრაობით ჯერ ერთ მოწინააღმდეგეს დაუსხლტა ხელიდან, მერე სწრაფი სიჩქარით შუამარბ სონი ბილ ვილიამსს გვერდით ჩაუქროლა და ლელომდე ისე ირბინა ხელითაც ვერავინ წაეპოტონა. კუპერმა ვერ გარდასახა - 18:13.

თამაში დასრულებამდე დარჩნილი დრო საკმარისი იყო მატჩის ბედის შემოსაბრუნებლად, თუმცა ბრისბენელებმა ყველაფერი იღონეს, რათა მეტოქისთვის, საამისოდ, იოტისოდენა შანსიც არ მიეცათ. "რედსმა" თამაში 18:13 მოიგო და ზე რაგბის პირველი გუნდის ტიტული სამართლიანად ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ფინალის მიმოხილვა დადოთ? იუთუბზე არის, მე კი მაქვს ნანახი, მაგრამ სხვებიც ნახავენ და ისიამოვნებენ სარაგბო სპექტაკლით...
omar korgazakhia
13:03 11-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული