ესენია: "ბრამბიზი", "ჩიფსი" და "ნატალ შარქსი".
ავსტრალია
ტურის ცენტრალური მატჩი ავსტრალიის ქალაქ კანბერაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ბრამბიზმა" სამხრეთაფრიკული რაგბის ფლაგმანს, პრეტორიის "ბლუ ბულზს" უმასპინძლა და 23:20 დაამარცხა.
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის 32-ე წუთამდე ორივე გუნდმა მხოლოდ თითო საჯარიმოს გატანა შეძლო, თუმცა დარჩენილ რვა წუთში მასპინძლებმა იმძლავრეს და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 14:3.
მეორე ნახევარში პრეტორიელებს ცდა არ დაუკლიათ მდგომარეობის
ავსტრალიის კონფერენციის კიდევ ერთ მატჩში სიდენის "ვორათაზმა" შინ მოუგო პერთის "ფორსს" - 23:19. სიდნეელებს ამ გამარჯვების შემდეგ 17 ქულა დაუგროვდათ და ლიდერ "ბრამბიზს" ათი ქულით ჩამორჩებიან. ძნელი სავარაუდოა, "ვორათაზმა" ისე გარდაქმნას თამაში, თუნდაც ბრისბენის "რედსს" გაუწიოს კონკურენცია.
VII ტური
ბრამბიზი-ბლუ ბულზი 23:20, ვორათაზი-ფორსი 23:19
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბრამბიზი - 27 ქულა, 2. რედსი - 22, 3. ვორათაზი - 17, 4. ფორსი - 10, 5. მელბურნ რებლზი - 9.
ახალი ზელანდია
"რედსი" ერთ-ერთია იმ ორი გუნდიდან, რომელმაც მე-7 ტურში სტუმრად მოიპოვა გამარჯვება. ბრისბენელებმა ძალზე საინტერესო ბრძოლაში დანიდინის "ჰაილენდერზს" მოუგეს - 34:33.
ახალი ზელანდიის კონფერენციის ლიდერმა და გათამაშების შარშანდელმა გამარჯვებულმა ჰემილთონის "ჩიფსმა" შინ დაამარცხა ოქლენდის "ბლუზი" - 23:16. სტუმართა გუნდმა, რომელსაც წლეულს სათავეში ლეგენდარული ჯონ ქირვანი ჩაუდგა, სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ ბოლო სამი ტურია, თამაშს თამაშზე აგებს. ჰემილთონელებმა კი პირიქით, წარუმატებელ სტარტს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეუნაცვლეს და ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.
ზედიზედ მეორედ მოიგო ველინგტონის "ჰარიკენზმა". დედაქალაქელებმა ზე რაგბის დებიუტანტს, სამხრეთაფრიკულ "საუთერნ კინგზს" უმასპინძლეს და საკმაოდ უხვლელოიან მატჩში 46:30 მოიგეს.
VII ტური
ჰაილენდერზი-რედსი 33:34, ჰარიკენზი-საუთერნ კინგზი 46:30, ჩიფსი-ბლუზი 23:16.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ჩიფსი - 25 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 20, 3. ჰარიკენზი - 18, 4. ბლუზი - 17, 5. ჰაილენდერზი - 6.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერი დურბანის "ნატალ შარქსი" მე-7 ტურში ისვენებდა. სამაგიეროდ, მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" და ლიდერს ახლა სამი ქულითღა ჩამორჩება.
ბლუმფონტეინელებმა შინ ავსტრალიური "მელბურნ რებლზი" მიიღეს და 34:16 სძლიეს. მასპინძელთა გუნდი შარშან ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო და ზე რაგბიდან გავარდნას ბოლო მომენტში გადაურჩა. წლეულს კი, "ჩიტაზს" თუ გაუმართლა, პლეი ოფშიც შეუძლია გააღწიოს.
კეიპთაუნის "სტორმერზმა", რომელიც ასევე ტურნირის ფავორიტად მოიაზრება, საკუთარ მოედანზე წააგო ახალზელანდიურ ქრაისთჩერზის "კრუსეიდერზთან" - 14:19. "ჯვაროსნებს" რიჩი მაქოასთან ერთად მგეზავი და მთავარი მექულე დენ კარტერიც დააკლდათ, თუმცა მათთვის ამას ხელი არ შეუშლია, მასპინძლები გაწბილებულნი დაეტოვებინათ.
კარტერის შემცვლელმა ტაილერ ბლეინდაალმა გუნდს 14 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).
VII ტური
ჩიტაზი-მელბურნ რებლზი 34:16, სტორმერზი-კრუსეიდერზი 14:19
სატურნირო მდგომარეობა: 1. ნატალ შარქსი - 21 ქულა, 2. ჩიტაზი - 18, 3. სტორმერზი - 15, 4. ბლუ ბულზი - 15, 5. საუთერნ კინგზი - 8.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"