"ბლუ ბულზის" დამრიგებელმა ფრანს ლუდეკმა საბრძოლო რაზმი უკვე დაასახელა.
"ლურჯი ხარების" ქომაგების სასიხარულოდ, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ ტრავმირებული "ბოკეს" მოთამაშეები: ცხრა ნომერი ფრანსუა ჰუგარი და შუამარბი იან სერფონტეინი.
"ჩვენ დაუღალავად ვიშრომეთ საიმისოდ, რათა სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში პირველი ადგილი დაგვეკავებინა და ნახევარფინალში შინ თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს გარემოება
ცხადია, მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი თამაში იქნება. გარწმუნებთ, ჩვენ შეგვიძლია, მეტოქეს პირობები ვუკარნახოთ. საამისოდ ზედმიწევნით ზუსტად უნდა შევასრულოთ მატჩისთვის დაგეგმილი ტაქტიკური მონახაზი.
მოვუწოდებ "ბლუ ბულზის" ქომაგებს, აქტიურად დაგვიჭირონ მხარი, რადგან რეალურად შეგვწევს ძალა, ისინი კიდევ ერთხელ გავახაროთ. ჩვენს გუნდს პლეი ოფში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. გვყავს უმაღლესი რანგის მორაგბეები, ამიტომ მოსაგებად მზად ვართ" - თქვა პრეტორიელთა კაპიტანმა დიუვალ პოთხითერმა.
ბლუ ბულზი
15. ზან კირხნერი, 14. აკონა ნდუნგანე, 13. ჯეი ჯეი ენგელბერხტი, 12. იან სერფონტეინი, 11. ბიორნ ბესონი, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. დინ გრეილინგი, 2. ჩილიბოი რელეპელე, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფლიპ ფან დერ მერვე, 5. გრანტ ჰეტინგი, 6. დეონ სტიგმანი, 7. იაკუს პოთხითერი, 8. დიუვალ პოთხითერი.
16. კალი ვისაჯი, 17. ფრიკ კირსტენი, 18. მორნი მელეტი, 19. პაულ ვილიმასი, 20. იონო როსი, 21. იან ვერმაკი, 22. იურგენ ვიზერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"