"იაგუარები" პირველ საკონტროლო მატჩს მომავალ უქმეებზე კეიპთაუნის "სტორმერზის" წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო მეტოქე იოჰანესბურგის "ლაიონზი" იქნება. პირველ ოფიციალურ შეხვედრაში კი არგენტინული გუნდი 26 თებერვალს ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ "იაგუარების" შემადგენლობაში მრავლად არიან არგენტინის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები. ესენია: რამირო ერერა, აგუსტინ კრევი, ნიკოლას სანჩესი და ხუან მანუელ ლეგუსამონი.
"ორი საკონტროლო მატჩი "სტორმერზისა" და "ლაიონზის" წინააღმდეგ, ვფიქრობ, ჩემი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ვეცდებით, თამაშის
იაგუარები: მატიას ალემანო, ფელიპე არეგი, გაბრიელ ასკარატე, როდრიგო ბაესი, კრისტიან ბარტოლინი, გონსალო ბერტრანუ, ემილიანო ბოფელი, ტომას კარიო, სანტიაგო კორდერო, აგუსტინ კრევი, ხერონიმო დე ლა ფუენტე, ფელიპე ესკურა, სანტიაგო გარსია, სანტიაგო იგლესიასი, რამირო ერერა, სანტიაგო ვალდესი, ფაკუნდო ისა, მარტინ ლანდახო, იგნასიო ლარაგე, ტომას ლავანინი, ხუან მანუელ ლეგუსამონი, ტომას ლესანა, პაბლო მატერა, ხულიან მონტოია, მატიას მორინი, რამირო მოიანო, ლუკას ნოგიერა, მატიას ორლანდო, ხავიერ ორტეგა, გუიდო პეტი, ნიკოლას სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნაუელ ჩაპარო, ხოაკინ ტუკულეტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"