დენი სიპრიანის ჯარიმა დააკისრეს. მას ერთ მატჩზე განსაზღვრულ ანაზღაურებას არ გადაუხდიან. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებთან და მოთამაშეთა საბჭოსთან ერთად მიიღეს.
"ჩვენ
ჩვენ დენის პირად ცხოვრებაში არ ვერევით. მას შეუძლია თავისი შეხედულებებისამებრ იცხოვროს. მაგრამ ის, ისევე როგორც გუნდის ყველა მორაგბე, ზრდასრული ადამიანია და თუ შესაფერისად არ მოიქცევა, სანქცია არ დააყოვნებს" - თქვა "მელბურნ რებლზის" მთავარმა მწვრთნელმა როდ მაკქუინმა.
სიპრიანისთვის სასჯელს ხელი არ შეუშლია მომდევნო, მეორე ტურის მატჩში შესანიშნავად ეთამაშა. მან ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასხვა გაიტანა და შედეგად, მელბურნელებმა ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
"ბოდიში მოვიხადე ჩემი საქციელის გამო. ძალიან ვწუხვარ და პირობას ვდებ, რომ მომავალში არაფერს ჩავიდენ ისეთს, რაც "მელბურნ რებლზის" სახელს შეურაცხყოფს" - თქვა დენი სიპრიანიმ.