სიპრიანი თავისას არ იშლის

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი დენი სიპრიანი თავისას არ იშლის. ზე რაგბის გათამაშების პირველ ტურში, სიპრიანის გუნდმა "მელბურნ რებლზმა" შინ სიდნეის "ვორათაზთან" მშრალი ანგარიშით წააგო - 0:43. დენიმ კაეშნის მოკვლა ნაცადი ხერხით, არყის სმით გადაწყვიტა და მელბურნის ერთ-ერთ ღამის კლუბში გვიანობამდე სვამდა. არყით გალეშილი სიპრიანი, ცხადია, ყურადღების ცენტრში მოექცა და კლუბის ხელმძღვანელთა რექციამაც არ დააყოვნა.

დენი სიპრიანის ჯარიმა დააკისრეს. მას ერთ მატჩზე განსაზღვრულ ანაზღაურებას არ გადაუხდიან. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებთან და მოთამაშეთა საბჭოსთან ერთად მიიღეს.

"ჩვენ
ყველანი გაწბილებულნი ვართ. მარცხმა ყველა გაგავანაწყენა, მაგრამ მსგავსი საქციელი არავის ჩაუდენია. მოთამაშეთა წარმომადგენლები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს და კლუბის ინტერესები დაიცვეს. ცხადია, ინცინდენტის გამეორების შემთხვევაში სიპრიანის უფრო მძიმე სასჯელი ემუქრება.

ჩვენ დენის პირად ცხოვრებაში არ ვერევით. მას შეუძლია თავისი შეხედულებებისამებრ იცხოვროს. მაგრამ ის, ისევე როგორც გუნდის ყველა მორაგბე, ზრდასრული ადამიანია და თუ შესაფერისად არ მოიქცევა, სანქცია არ დააყოვნებს" - თქვა "მელბურნ რებლზის" მთავარმა მწვრთნელმა როდ მაკქუინმა.

სიპრიანისთვის სასჯელს ხელი არ შეუშლია მომდევნო, მეორე ტურის მატჩში შესანიშნავად ეთამაშა. მან ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასხვა გაიტანა და შედეგად, მელბურნელებმა ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

"ბოდიში მოვიხადე ჩემი საქციელის გამო. ძალიან ვწუხვარ და პირობას ვდებ, რომ მომავალში არაფერს ჩავიდენ ისეთს, რაც "მელბურნ რებლზის" სახელს შეურაცხყოფს" - თქვა დენი სიპრიანიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული