ფორმულა 1-ის ახალი რეგლამენტის გამო მიმდინარე სეზონში პილოტებისთვის რბოლის დროს გასწრებები გართულებულია. მანქანები უფრო სწრაფი გახდა, შესაბამისად, უფრო იოლია თავის დაცვა. როგორც F1 იტყობინება, წელს, პირველ 11 ეტაპზე მხოლოდ 244 გასწრება შესრულდა. ყველაზე მეტი იყო ბაქოში - 59, ყველაზე ცოტა სოჭში - 1.
შედარებისთვის, გასულ სეზონში 11 ეტაპზე პილოტებს 535 გასწრება ჰქონდათ შესრულებული, ანუ ორჯერ მეტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"