This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
პენსილვანიის შტატში, პოკონოში მიმდინარე IndyCar-ის ამერიკული სერიების რბოლის პირველივე წრეზე მასობრივი ავარია მოხდა, რის შედეგადაც 5 პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1 ბოლიდს ცეცხლი მოეკიდა.
ავარიის გამომწვევი იაპონელი პილოტი ტაკუმას სატო გახდა, რომელმაც არასწორი მანევრი შეასრულა და 5 მანქანაც დაამტვრია, მათ შორის, თავისიც.
სატო და კიდევ 4 პილოტი: რაიან ჰანტერ-რეი, ჯეიმს ჰინჩქლიფი, ფელიქს როზენქუისტი და ალექსანდრ როსი, როგორც აღვნიშნეთ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როზენქუისტის გარდა, ყველა პილოტმა დატოვა ჰოსპიტალი, ხოლო ფელიქსს მრავლობითი ტრავმა აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გარკვეული დროის გატარება ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს.