
"დაკარი 2021-ის" მონაწილე გუნდ Husqvarna-ს მოტომრბოლელმა პოლ სპირინგსმა Motorsport-თან საუბარში გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარნენ ის და მისი თანაგუნდელი მაურიციო ჯერინი Hero Speedbrain-ის პილოტს, ინდოელ სანტოშ ჩუნჩუნგუპე შივაშანკარს.
"ორი წაქცეული მოტოციკლი დავინახე, ორივე მრბოლელი ძირს იყო. ჯერინის ყველაფერი რიგზე ჰქონდა, წამოდგა და სანტოშთან მივიდა. ქვის შორიახლოს, რომელსაც ისინი დაეჯახნენ, ჩემი ბაიკი გავაჩერე, რათა მსგავსი რამ სხვასაც არ დამართნოდა.
შემდეგ სანტოშთან მივედი და 15 წუთის განმავლობაში, რაც შეგვეძლო, სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. ცოტა ხანში ორგანიზატორებით სამი ვერტმფრენი მოვიდა. მე ექიმებმა შემცვალეს და იმ
მომენტში ვიგრძენი, რომ მისი გული ამუშავდა. ამ ამბავმა ძალიან გამახარა", - თქვა Motorsport-თან ინტერვიუში სპირინგსმა.
სანტოში მოტოციკლიდან 135-ე კილომეტრზე ჩამოვარდა, ადგილობრივი დროით 11:45-წუთზე იმ რაიონში, სადაც მთებს შორის ქვიანი მონაკვეთია. სპირინგსი კი ავარიის ადგილას პირველი მივიდა და შივაშანკარი უგონო მდგომარეობაში იპოვა.
Autocar India-ს ინფორმაციით, ინდოელი მრბოლელი ამჟამად სამედიცინო კომაშია და მისი მდგომარეობა სტაბილური გახლავთ.