"დამირეკა და მკითხა, რამდენჯერ გავედი ტუალეტში..." - ფერსტაპენის დედა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონი "რედ ბულის" ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი გახდა.

BMC-სთან ინტერვიუში მაქსის დედამ ემოციურად ისაუბრა:

"როდესაც გავიაზრე, რომ ჩემი შვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ვყვიროდი და ვტიროდი. მაქსი გაშმაგებით იბრძოდა. მინდა ვთქვა, რომ ჰამილტონი ტრასაზე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ანგელოზები ჩვენს მხარეს იყვნენ.

რბოლის დასრულების შემდეგ ჩემმა შვილმა დამირეკა და მკითხა, რამდენჯერ გავედი ტუალეტში უშუალოდ 58 წრის მიმდინარეობისას.

აბუ-დაბის გრანდ პრის მეზობლებთან ერთად ვუყურებდი. ადამიანები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ყველანი მაქსს გულშემატკივრობდნენ" - განაცხადა ფერსტაპენის დედამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
იუმორი არა,ეს ძირითადი მასის მენტალიტეტია ნიდერლანდებში :((
ნინო
18 დეკემბერი 2021 00:12
1
ან რა მოსაყოლი იყო.კაცობრიობა დეგენერაციის გზაზეა
Levani
17 დეკემბერი 2021 09:47
6
ეგ რა საკითხავი იყო?
დავით 67
17 დეკემბერი 2021 00:41
2
ოჰ, ეს ნიდერლანდური იუმორი
:))
ქუთაისელი
16 დეკემბერი 2021 15:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული