გუშინ, 20 მარტს, ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის პირველი გრანდ პრი ბაჰრეინში გაიმართა და "ფერარის" მრბოლელების, შარლ ლეკლერისა (პირველი ადგილი) და კარლოს საინსის (მეორე ადგილი) დომინირებით დასრულდა. მანამ, სანამ უშუალოდ რბოლაზე გადავალთ, მიმოვიხილოთ ერთი შეხედვით არსებული მდგომარეობა და კვალიფიკაციის შედეგები.

რბოლის წინა დღეს ჩატარებულ კვალიფიკაციაზე გამოჩნდა, რომ "მერსედესის" გუნდს აშკარად პრობლემა აქვს, "ფერარისა" და "რედ ბულის" ბოლიდები გაცილებით სწრაფები ჩანან, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

კვალიფიკაცია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ჩარლზ ლეკლერმა ("ფერარი") და მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა ("რედ ბული") თითქმის იდენტური დრო დააფიქსირეს (ჩარლზი 1:30.558, მაქსი 1:30.681), მე-3 ადგილს "ფერარის" მე-2 მრბოლელი კარლოს საინსი დასჯერდა (1:30.687). ამრიგად, პოულ პოზიციაც ჩამოთვლილი თანმიმდევრობით გადანაწილდა. მე-4 ადგილი დაიკავა სერხიო პერესმა ("რედ ბული", 1:30.921), ხუთეული კი ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა ("მერსედესი", 1:31.238) შეავსო.

კვალიფიკაციის შედეგები

გადავიდეთ უშუალოდ რბოლაზე... როგორც მოგახსენეთ, ბაჰრეინის გრანდ პრი "ფერარის" დუბლით დასრულდა, 1-ელი ადგილი შარლ ლეკლერმა მოიპოვა, მე-2 პოზიცია კი - კარლოს საინსმა. რბოლის მიმდინარეობიდან წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა "ჰონდასთვის" ძრავაზე შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, ლუის ჰამილტონი მე-3 ადგილზე გავიდა და პოდიუმზე წარდგა, მე-4 პოზიციას ლუისის თანაგუნდელი ჯორჯ რასელი დასჯერდა.

რბოლის საუკეთესო მომენტები მე-17 და მე-18 წრეებზე ვიხილეთ, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს ლეკლერი და ფერსტაპენი დაუპირისპირდნენ. მეტიც, ლიდერის ვინაობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა "ფერარის" მრბოლელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ნიდერლანდელი ჩემპიონისგან თავი მშვენივრად დაიცვა.

54-ე წრემდე მაქს ფერსტაპენი მე-2 ადგილს იკავებდა, თუმცა, როგორც მრბოლელმა თქვა, ჰიბრიტული სისტემა და ბატარეა არ მუშაობდა, რის გამოც კარლოს საინსმა "ფერარისთვის" მე-2 პოზიცია დაიკავა, მაქსმა კი ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

ბოლო, 57-ე წრეზე სერხიო პერესის ბოლიდსაც პრობლემა შეექმნა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ავტომობილი ჩაქრა... "რედ ბულისთვის" სეზონი საშინლად დაიწყო.

მე-3 და მე-4 ადგილი "მერსედესმა" (მე-3 ჰამილტონი, მე-4 რასელი) დაიკავა, მე-5 ადგილზე გავიდა "ჰაასის" ნორვეგიელი მრბოლელი კევინ მაგნუსენი (წინა სეზონი გუნდმა 0 ქულით დაასრულა), მე-6 პოზიციას დასჯერდა ვალტერი ბოტასი ("ალფა რომეო"), მე-7-ს - ესტებან ოკონი ("ალპინი"), მე-8-ს - იუკი ცუნოდა ("ალფატაური"), მე-9 პოზიციაზე ფერნანდო ალონსო ("ალპინი") გავიდა, ათეული კი დებიუტანტმა გუან ჟოუმ ("ალფა რომეო") შეავსო.

მომდევნო გრანდ პრი 27 მარტს, საუდის არაბეთშია დაგეგმილი.

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
დღეს შესაძლოა, "ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლოს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] მამუკელაშვილი V ბითაძე - "ტორონტომ" 21-ქულიანი ქამბექი შეასრულა