გუშინ, 8 მაისს, მაიამიში ფორმულა 1-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა.

კვალიფიკაცია შარლ ლეკლერმა ("ფერარი") მოიგო, მე-2 პოზიციაზე კარლოს საინსი ("ფერარი") გავიდა, სამეული კი მაქს ფერსტაპენმა ("რედ ბული") შეავსო.

რბოლის დაწყებისთანავე საინსმა სტარტი ჩააგდო, რითაც ნიდერლანდელმა ისარგებლა და "მონეგასკს" უკან ამოუდგა. მე-9 წრეზე ჩემპიონობის 2 კანდიდატი ერთმანეთს ტრეკზე დაუპირისპირდა. ფერსტაპენმა რამდენიმე ცრუ მანევრის შემდეგ ლეკლერი ჩამოიტოვა და პირველი ადგილიც ხელიდან აღარ გაუშვა.

41-ე წრეზე "ალფატაურის" ფრანგი პილოტი პიერ გასლი ლანდო ნორისს ("მაკლარენი") დაეჯახა, რის გამოც ბოლიდებს წინ უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგათ, ნიდერლანდელის "მონეგასკთან" 7-წამიანი უპირატესობა კი წამში გაქრა და მოქმედ ჩემპიონს თავი ამჯერად რამდენიმეწამიანი ინტერვალიდან უნდა დაეცვა და დაიცვა კიდევაც. შარლი ბოლო წამამდე გახსნილი ფრთით მაქსისთვის გადასწრებას ცდილობდა, თუმცა "რედ ბულის" პირველი ნომერი ამის საშუალებას არ აძლევდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

მაიამის გრან-პრის ქულები:

1. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 26 ქულა (1 ქულა სწრაფი წრისაა)

2. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 18 ქულა

3. კარლოს საინსი ("ფერარი") - 15 ქულა

4. სერხიო "ჩეკო" პერესი ("რედ ბული") - 12 ქულა

5. ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 10 ქულა

მიმდინარე ქულები

1. შარლ ლეკლერი - 104 ქულა

2. მაქს ფერსტაპენი - 85 ქულა

3. სერხიო პერესი - 66 ქულა

4. ჯორჯ რასელი - 59 ქულა

5. კარლოს საინსი - 53 ქულა

მომდევნო ღონისძიება ბარსელონაში 22 მაისს გაიმართება.

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
საოცარი რბოლა ესპანეთში - ფერსტაპენის მოგება, ძველი ჰამილტონის დაბრუნება და ლეკლერის უიღბლობა [VIDEO]
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
"გასულ წელს მასთან დიდებული დაპირისპირება მქონდა, ახლა..." - ფერსტაპენმა ჰამილტონს წაკბინა
გენიალური მაქს ფერსტაპენი - ნიდერლანდელმა "სუძუკაზე" პოულ პოზიცია არავის დაუთმო
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა