ოქსანა კალაშნიკოვა ბასტადის ტურნირის წყვილებში ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილებში რეიტინგით 84-ე) პოლონელ ალისია როსოლსკასთან (31-ე) ერთად შვედურ ბასტადში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 226.750 დოლარი) მონაწილეობს.

წყვილთა პაექრობის სტარტზე მათ, როგორც გაუწყეთ, რუმინულ-ტაილანდური დუეტი ჩამოიშორეს გზიდან.

26 ივლისს მეოთხედფინალში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს: ოქსანამ და ალისიამ იოლად სძლიეს ჯესიკა მურესა (ავსტრალია, 148-ე) და პრარტანა ტომბარეს (ინდოეთი, 143-ე), რომლებმაც პირველ წრეში ანას ზაიას (გერმანია, 177-ე) და სილვა სოლერ-ესპინოზას (ესპანეთი, 111-ე) მოუგეს.

ქართულ-პოლონური ტანდემის ნახევარფინალური მეტოქე დღეს გამოვლინდება: ერთმანეთს კორნელია ლისტერი (შვედეთი, 117-ე), ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი,
108-ე) და ქუირინ ლემონი (192-ე), არანტხა რუსი (ორივე-ნიდერლანდი, 232-ე) დაუპირისპირდებიან.

პრაღის 80.000-იანი საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა პაექრობის პირველ წრეში 26 ივლისს სოფიო შაფათავამ კვალიფიკაციიდან აღზევებულ კამილა როსატელოსთან (იტალია) წააგო - 6:7, 6:4, 0:6.

ქართველ ჩოგბურთელს წყვილებში რევანშის აღების შანსი არ მიეცა: ჩვენებური ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად ასპარეზობს.

შეჯიბრების პირველ დღეს მათ ტურნირის რეიტინგფავორიტები - ანასტასია კომარდინა (რუსეთი) და ელიზა კოსტოვა (ბულგარეთი) დაჯაბნეს. გუშინ ქართულ-ინდური დუეტის მეტოქეც გამოვლინდა: ანასტასია პოტაპოვამ (რუსეთი) და დაიანა იასტრემსკამ (უკრაინა) იოლად დაამარცხეს ფიონა ფერო (საფრანგეთი)-კამილა როსატელოს (იტალია) ტანდემი - 6:2, 6:1. მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ოქსანა!
გამრჯვებას გისურვებთ! აბა თქვენ იცით, გგულშემატკივრობთ პატივისცემით.
ლუკა
00:29 28-07-2017
0

სიახლეები პოპულარული