სოფიო შაფათავა პრაღის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა პრაღის 80 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

ერთეულებში იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ კამილა როსატელოსთან (იტალია) დამარცხდა. წყვილებში ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად მან პირველი ბარიერი კი გადალახა, მაგრამ გუშინ მეოთხედფინალი ანასტასია პოტაპოვას (რუსეთი) და დაიანა იასტრემსკას (უკრაინა) დუეტთან დათმო – 0:6, 1:6.

შვედურ ბასტადში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 226.750 დოლარი) წყვილთა პაექრობაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას (წყვილებში რეიტინგით 84-ე) და პოლონელი ალისია როსოლსკას (31-ე) ნახევარფინალური მეტოქეები გუშინ გაირკვა: მეოთხედფინალში ქუირინ ლემონმა (192-ე) და არანტხა რუსმა (ორივე-ნიდერლანდი, 232-ე) ორ
სეტში კორნელია ლისტერი (შვედეთი, 117-ე) და ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი, 108-ე) დაამარცხეს – 7:5, 6:2.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ქსენია კნოლი (შვეიცარია) და ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი), რომლებმაც იოლად სძლიეს ელენ ალგურინსა (შვედეთი) და კარენ ბარიტზას (დანია) – 6:1, 6:3. თუ ვის შეხვდებიან ისინი, დღეს გახდება ცნობილი: მეოთხედფინალში ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას მარია ირიგოენი (არგენტინა), ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხეთი) და ნიკოლა გეუერი (გერმანია), რებეკა პეტერსონი (შვედეთი).

ნახევარფინალური პაექრობები ხვალ გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გოგოა
uxxx
11:48 28-07-2017
0

სიახლეები პოპულარული