ორშაბათიდან საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (62) ავსტრიის ქალაქ კიცბუელში "გენერალი ოფენზე" ჩაეთვება. მისი პირველი მეტოქე 21 წლის ავსტრიელი სებასტიან ოფნერი იქნება, რომელმაც ეს ადგილი "უაილდ ქარდით" მიიღო.
მატჩში 31 ივლისს 14 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ტურნირია ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია - შარშან ჩვენებური ფინალში გავიდა, სადაც პაოლო ლორენცისთან ორ სეტში დამარცხდა.
ოფნერმა ახლახა უიმბლდონის ტურნირზე მესამე წრემდე გააღწია. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი გაიმარჯვებს, 23 წლის ქართველს მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილი პაბლო კუევასი (ურუგვაი) ელის.
17:11 30-07-2017
ნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბუელში ასპარეზობას უიმბლდონის წლევანდელ აღმოჩენასთან იწყებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული