ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 63-ე ნომერია

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ორშაბათს, ტრადიციულად, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს პოზიცია არ შეუცვლია - 735 ქულით ის კვლავაც 63-ე ადგილზეა.

ბასილაშვილი გასულ კვირას, ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში წარუმატებლად გამოვიდა - პირველივე წრის შეხვედრა წააგო ავსტრიელ სებასტიან ოფნერთან.

ამ კვირას, ქართველი ჩოგბურთელი მონრეალში "მასტერსის" სერიის ტურნირში ჩაებმება. ბასილაშვილი დღეს შეხვდება TOP10-ის ყოფილ წევრს, ჩეხ ტომაშ ბერდიხს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, უიმბლდონზე ნახევარფინალამდე მიაღწია.

ბასილაშვილი და ბერდიხი ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში - შარშან, ვენის ტურნირზე ქართველმა სამ სეტში მოუგო.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული