ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალში ბერდიხის შემცვლელთან წააგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (63) კანადურ მონრეალში "მასტერსის" სერიის ტურნირ "როჯერსის თასზე" ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 4,6 მილიონი დოლარია. ჩვენებურის მეტოქე 31 წლის ჩეხი ტომაშ ბერდიხი უნდა ყოფილიყო.

ახლახან ბერდიხმა უიმბლდონის ნახევარფინალში ითამაშა. ახლა კი მას შანსი მიეცა, ქართველთან ოქტომბრის ანგარიში გაესწორებინა - შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა იგი ვენის ტურნირზე სამ სეტში დაამარცხა. მაგრამ ბერდიხმა კანადაში თამაში ვერ შეძლო, ნეკნების ტრავმის გამო ის ბოლო მომენტში მოიხსნა ტურნირიდან და ბასილაშვილს მეტოქედ ამერიკელი ერნესტო ესკობედო ერგო. 21 წლის ვირჯინიელი ამჟამად მსოფლიოს 69-ე
ჩოგანია, მან ბასილაშვილთან თამაში იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით დაიბევა. ასე გავიდნენ ქართველი და ამერიკელი მონრეალის ცენტრალურ კორტზე.

I სეტში ბასილაშვილმა 1:2-ზე დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ 3:4-ზე მან ამერიკელს წაართვა მოწოდება და ჩოგბურთელები გათანაბრდნენ. სეტის ბედი ტაიბრეიკში გადაწყდა, რომელშიც ნიკოლოზმა ორჯერ საკუთარი მოწოდება დათმო და ტაიბრეიკშიც 4:7 დამარცხდა.

II სეტში დაძაბული ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა 4:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და საბოლოოდ, მეორე წრეში ამერიკელი გავიდა - 6:7 (4), 4:6. მატჩი საათ-ნახევარს გაგრძელდა. ქართველის ანგარიშზე 2 ეისი, 4 ორმაგი შეცდომაა. ესკობედომ 5 ეისი ჩააგდო და მხოლოდ ერთხელ მოუვიდა ორმაგი შეცდომა.

უკვე ფაქტია, რომ 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ცუდ ფორმაშია - ტურზე მან ზედიზედ მეექვსე მატჩი დათმო. ბასილაშვილს 3 ივლისის მერე არ მოუგია, როცა უიმბლდონზე კარლოს ბერლოკი დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ქარაქუცაა :)
დინამო
11:17 09-08-2017
0
ნიკააა,გაიღვიძე ბიჭო!უკვე ნამეტანია.
სოსო
21:51 09-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული