რეიტინგები: გერმანიაში მოგებამ სოფიო შაფათავა წინ წასწია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ გერმანიის 60 000-იანი ტურნირი მოიგო წყვილებში. ამ წარმატებამ ჩვენებური 65 ადგილით წინ წასწია და ახლა 231-ე საფეხურზეა.

ოქსანა კალაშნიკოვას არსად უთამაშია, ამიტომ მსოფლიო კლასიფიკაციაში მისი ადგილი (77-ე) უცვლელია.

მარიამ ბოლქვაძე წყვილებში 26 ადგილით დაწინაურდა, ეკატერინე გორგოძემ კი ერთეულებში 24 საფეხურით აინაცვლა. დანარჩენებს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდიათ.

ქალები
ერთეულები: 243 (249). სოფიო შაფათავა (215), 420 (444). ეკატერინე გორგოძე (84), 463 (460). მარიამ ბოლქვაძე (68), 839 (842). სოფიო ქვაცაბაია 916), 875 (873). ოქსანა კალაშნიკოვა
(14), 1081 (1082). თათია მიქაძე.
წყვილები: 77 (77). ოქსანა კალაშნიკოვა (1025), 231 (296). სოფიო შაფათავა (294), 243 (243). ეკატერინე გორგოძე (166), 518 (544). მარიამ ბოლქვაძე (82), 693 (691). თათია მიქაძე (41), 987 (995). სალომე დევაძე (16), 987 (996). სოფიო ქვაცაბაია (16). 1276 (1273). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები: 65 (63). ნიკოლოზ ბასილაშვილი (739). 848 (835). გიორგი ცივაძე (19), 882 (854). ალექსანდრე მეტრეველი (16), 1302 (1221). ალექსანდრე ბაკში (4), 1776 (1779). ირაკლი მეტრეველი (1), 1948 (1948). ვაჟა შუბლაძე (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული