ჩვენებური პირველ წრეში ხორვატ ბორნა ჩორიჩს (50) ხვდებოდა. ქართველმა თითქმის ორ საათში, ორ სეტში იმარჯვა - 6:3, 7:6 (5). პირველი სეტი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სანამ 4:3 გახდებოდა ნიკოლოზის სასარგებლოდ, აქ კი ხორვატმა საკუთარ მოწოდებაზე სუსტად ითამაშა და ბასილაშვილმაც მეოთხე ბრეიკ-პოინტით შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.
კიდევ უფრო თანაბარი გამოდგა მეორე სეტი, რომელშიც საკუთარი მოწოდების მოგებას ორივე ახერხებდა,
მაშ ასე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა, სადაც კიდევ უფრო გაუმართლა იმის გამო, რომ მე-6 ნომრად განთესილი მილოშ რაონიჩი ტურნირიდან მოიხსნა. წესით, სწორედ დასვენებული კანადელი უნდა შეხვედროდა ბასილაშვილი-ჩორიჩის წყვილის გამარჯვებულს. ახლა კი ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტიან ჰარისონი (240) იქნება, როგორც საკვალიფიკაციო ბადეში იღბლიანი დამარცხებული. ქართველს და ამერიკელს ერთმანეთთან არასოდეს უთამაშიათ.
ამ მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა 45 სარეიტინგო ქულა და 32,7 ათასი დოლარი გაინაღდა. თუ მეორე წრესაც გადალახავს, ბასილაშვილი 90 ქულასა და 62,1 ათას დოლარს შეიმატებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"