ტოპ-ექვსეულის უთამაშებლობის მიზეზი ტრავმებია და ამას კომენტარი გაუკეთა ერთადერთმა ჯანმრთელმა მოთამაშემ - რაფა ნადალმა:
"ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. გარდა ამისა, 20 წლისანი აღარ ვართ და არ შეგვიძლია ყოველ კვირას თამაში. ეს სპორტის ნაწილია. მეც ხშირად ვყოფილვარ ამგვარ სიტუაციაში. მე უფრო მეტი ტურნირი მაქვს გამოტოვებული, ვიდრე სხვა ჩოგბურთელებს. ყველა მათგანს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ისინი სჭირდებიან ჩოგბურთს. იმედია, მალე დაბრუნდებიან".
TOP10-ის
იმის გამო, რომ ცინცინატიში არ ითამაშებენ მარეი და ფედერერი, 21 აგვისტოდან რეიტინგის ახალი ლიდერი რაფაელ ნადალი გახდება.
"რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ როჯერი არ ითამაშებს, მაგრამ ჩემი დაბრუნება პირველ ადგილზე - განსაკუთრებული მომენტია.
იმ დროიდან, როცა პირველი ჩოგანი გავხდი, ძალიან ბევრი რამ მოხდა. მქონდა ტრავმები და მძიმე მომენტები, მაგრამ თამაში მაინც მიყვარდა. ამიტომაც გამიჩნდა შესაძლებლობა - ისევ დამეკავებინა ეს პოზიცია. ახლა, უბრალოდ, მომენტით ვტკბები და ვცდილობ, ცინცინატის ტურნირისთვის კარგად მოვემზადო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მე და როჯერი შესანიშნავ სეზონს ვატარებთ. ვფიქრობ, ორივეს გვაქვს შანსი - პირველი ნომრის სტატუსით დავასრულოთ სეზონი. ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნადალმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"