ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა

AutoSharing Option
ATP რეიტინგის 65-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს 1/8-ფინალიდან, ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.

ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგში 5 საფეხურით წინ მყოფ მეტოქესთან დაპირისპირება ორ სეტში, 4:6, 6:7 დათმო.

ბასილაშვილმა 1/32-ფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩი (6:3, 7:6), ხოლო 1/16-ფინალში ამერიკელი კრისტიან ჰარისონი (6:3, 6:3) დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული