გრიგორ დიმიტროვმა მასტერსი პირველად მოიგო

AutoSharing Option
ცინცინატის "მასტერსის" ჩემპიონი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი გახდა. ფინალში მან ორ სეტში დაამარცხა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი - 6:3, 7:5. მატჩი საათი და 26 წუთი გაგრძელდა. კირგიოსმა უფრო მეტი ეისი ჩააწოდა (15-6) და ნაკლები ორმაგი შეცდომა დაუშვა (4-5), მაგრამ ვერ გამოიყენა ორიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი, დიმიტროვმა კი თითო სეტში თითო ბრეიკის შესრულება შეძლო და ამის ხარჯზე მოახერხა მოგება. ეს ამ ჩოგბურთელთა მეორე შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში და დიმიტროვს ორი მოგება აქვს ავსტრალიელზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები აქამდე არასოდეს ყოფილან "მასტერსის" სერიის ტურნირების
ფინალში. დიმიტროვმა 2017 წელს მესამე ტიტული მოიპოვა, არადა, მანამდე ATP-ის ტურნირებს ორი სეზონი ვერ იგებდა. სულ ბულგარელს კარიერაში შვიდი გამარჯვება აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული