ერთეულებში მან საათ-ნახევარში დაამარცხა შვეიცარიელი ჯესი კალამბაი - 6:4, 7:6. საგულისხმოა, რომ მეტოქემ შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჩვენებურმა - სამი, ბრეიკ-პოინტების გამოყენებისას კი ორივე სცოდავდა: ქართველის ანგარიშზეა 10-დან ორი შედეგიანი ბრეიკ-პოინტი, კალამბაისა - რვიდან ერთი. მერვედფინალში ცივაძე უზბეკი ხუმოუნ სულტანოვის მძლეველ (6:7, 6:3, 7:5) მასპინძელს, მეორე ნომრად განთესილ ძმიტრი ჟირმონტს შეხვდება.
წყვილებში ცივაძესა და ვასკო მლადენოვს (ბულგარეთი) განთესვით მესამე
მეოთხედფინალში ცივაძე და მლადენოვი გზიდან შალვა ჯანაშიასა და მატვეი ხომენტოვსკის (ორივე-რუსეთი) დუეტის ჩამოშორებას შეეცდებიან.
* * *
თურქულ ართვინში ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იანი საერთაშორისო ტურნირში გუშინ ძირითადი ბადის პირველი წრის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. კვალიფიკაციიდან აღზევებული ეკატერინე გორგოძე იტალიელ კრისტინა ფერნანდოს დაუპირისპირდა. შეხვედრა სამ საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. განსაკუთრებით მესამე სეტი იყო დაძაბული და ხანგრძლივი - 1 საათი და 22 წუთი. მართალია, მეტოქემ ხუთი ეისი მიითვალა გორგოძის ერთის წინააღმდეგ, მაგრამ იტალიელმა ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა. აპენინელის ასეთი ხარვეზით ბოლომდე ვერ ისარგებლა ჩვენებურმა, მეტიც - მთელი მატჩის განმავლობაში 20 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ცხრა გამოიყენა, მეტოქემ კი - ცხრიდან შვიდი. საბოლოოდ იტალიელმა გაიმარჯვა - 7:6, 3:6, 7:6 და მერვედფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ერთეულებში პირველ ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა, რომელიც დღეს რუს ვალერია სავინიხთან გაარკვევს ურთიერთობას.
წყვილებში შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ელზა კოსტოვასა (ბულგარეთი) და იანა სიზიკოვას (რუსეთი) ეთამაშებიან, ხოლო ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - ოქსანა კალაშნიკოვა და ენ-სოფი მესტაჩი (ბელგია) ბერფუ ჯენგიზსა (თურქეთი) და კარმან კაურ ჩანდის (ინდოეთი) გამოცდიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"