ბასილაშვილი VS დონალდსონი - რევანშს ველოდებით

AutoSharing Option
ნიუ-იორკში "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. მსოფლიოს მე-60 ნომერი ამერიკელ ჯარედ დონალდსონს შეხვდება.

ეს ის ჩოგბურთელია, რომელმაც დაახლოებით კვირა-ნახევრის წინ, ცინცინატის "მასტერსის" მერვედფინალში ორ სეტში მოუგო ბასილაშვილს. ასე რომ, ქართველს რევანში აქვს ასაღები ნიუ-იორკის კორტებზე. ბასილაშვილსა და დონალდსონს შორის მოგებული მეორე წრეში ფრანგ ლუკ პუიესა და ბელგიელ რუბენ ბემელმანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკას ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები - 2015 წელს და
მაშინ, პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

აშშ-ის ღია პირველობა დღეს იწყება. ბასილაშვილმა სწორედ დღეს უნდა ითამაშოს. მატჩის დაწყების სავარაუდო დროა - 23 საათი და 30 წუთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული