ქართველი ჩოგბურთელები: მხოლოდ ეკატერინე გორგოძე თამაშობს

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას უცხოურ კორტებზე მხოლოდ ეკატერინე გორგოძე მოსინჯავს ძალებს. იგი ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში იმყოფება და გუშინ ქალთა 25 000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება. წყვილებში უკრაინელ ვალერია სტრახოვასთან ერთად მესამე ნომრადაა განთესილი.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა სტარტზე 58 წუთში აჯობა რუსებს - მარგარიტა ლაზარევას და პოლინა ლეიკინას 6:4, 6:0. მათ მეოთხედფინალში ალინა ფოლტსი (უზბეკეთი) და ჟიბეკ კულამბაიევა (ყაზახეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

ერთეულებში ეკატერინე გორგოძე, რომელსაც განთესვით მე-8 ნომერი აქვს, ბელორუს შალიმარ ტალბისთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. მსოფლიოს
კლასიფიკაციაში ჩვენებურთა მონაცემები ასეთია:

ქალები
ერთეულები: 247 (244). სოფიო შაფათავა (215), 411 (419). ეკატერინე გორგოძე (88), 473 (468). მარიამ ბოლქვაძე (64), 836 (839). სოფიო ქვაცაბაია (16), 870 (873). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1073 (1075). თათია მიქაძე (7).
წყვილები: 83 (83). ოქსანა კალაშნიკოვა (935), 228 (230). სოფიო შაფათავა (297), 337 (338). ეკატერინე გორგოძე (166), 548 (537). მარიამ ბოლქვაძე (73), 692 (692). თათია მიქაძე (41), 988 (992). სოფიო ქვაცაბაია (16), 988 (992). სალომე დევიძე (16), 1282 (1276). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები: 62 (60). ნიკოლოზ ბასილაშვილი (794), 990 (954). გიორგი ცივაძე (20), 1287 (1294). ალექსანდრე ბაკში (4), 1678 (1678). ირაკლი მეტრეველი (1), 1871 (1870). ვაჟა შუბლაძე (1).
წყვილები: 530 (502). გიორგი ცივაძე (100), 1225 (1222). ალექსანდრე ბაკში (16).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული