სეზონი ენდი მარეიმაც დაასრულა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ ვადაზე ადრე დაასრულა 2017 წლის სეზონი. ბრიტანელი ჩოგბურთელი 2018 წლის დასაწყისში დაბრუნდება კორტზე.

"სამწუხაროდ, ვერ ვითამაშებ პეკინში, შანხაიში, ვენასა და პარიზში, როგორც ეს დაგეგმილი მქონდა. მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა მაწუხებს. მქონდა კონსულტაცია სპეციალისტებთან და ჩემს გუნდთან და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ წელს აღარ ვითამაშებ", - დაწერა საკუთარი "ფეისბუქზე" "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონმა.

2018 წლის სეზონს მარეი ბრისბენის ტურნირზე დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნაადრევად დაასრულეს სეზონი ნოვაკ ჯოკოვიჩმა, სტენ ვავრინკამ და
კეი ნიშიკორიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული