ფრე წლის ბრძოლაში: ყაზახმა პირველად ვერ მოიგო, მაგრამ ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ყაზახმა მოკრივემ გენადი გოლოვკინმა პირველად ვერ შეძლო პროფესიულ რინგზე გამარჯვება, მაგრამ, ისევ დაუმარცხებელი დარჩა კარიერაში.

გოლოვკინისა და მექსიკელი საულ "კანელო" ალვარესის შეხვედრა, რომელსაც ბევრმა "წლის ბრძოლა" უწოდა, ლას ვეგასში გაიმართა და ფრედ დასრულდა. 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, ერთმა მსაჯმა მექსიკელს მიანიჭა გამარჯვება (118:110), მეორემ - გოლოვკინს (115:113), მესამემ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (114:114).

გოლოვკინმა, რომელმაც დაიცვა საშუალო წონაში სამი ტიტული (WBA Super, IBF და WBC), უკვე განაცხადა, რომ სურს განმეორებითი ბრძოლა.

"მინდოდა, რომ დრამატული შოუ გვქონოდა. რა თქმა უნდა, მსურს განმეორებითი ბრძოლის
ჩატარება", - განაცხადა 35 წლის მოკრივემ.

აქამდე, გოლოვკინს მოგებული ჰქონდა 37-დან 37 ბრძოლა (33 - ნოკაუტით). ალვარესს აქვს 49 მოგება (34 - ნოკაუტით), 2 ფრე და ერთი წაგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯების გარდა ყველამ ნახა რომ გოლოვკინმა მოიგო!!
Gio
17 სექტემბერი 2017 23:27
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული