ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე მეორე თამაშიც მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა, ATP-ს რეიტინგის 64-ე ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მეორე წრეში ჟილ მიულერი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ჟილ მიულერი ტურნირის მე-4 ნომერი და ATP-ს რეიტინგში 23-ე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელია. ბასილაშვილთან დაპირისპირებაში ფავორიტად სწორედ ის მიიჩნეოდა, მაგრამ ნიკოლოზმა ის ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის 82-ე ნომერი უზბეკი დენის ისტომინი იქნება. ეს შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ!!!
დათო
17:19 21-09-2017
0
ყოჩაღ ნიკა,კარგია,მაგრამ მეტი სტაბილურობა.დღესაც გამარჯვებას გისურვებ.
სოსო
20:50 22-09-2017
0

სიახლეები პოპულარული