ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მე-3 შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე უზბეკი დენის ისტომინი იყო, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში, 7:5, 6:3 დაამარცხა.

1/2-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იქნება, რომელიც ტურნირის მე-7 ნომრადაა განთესილი. მათი დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან გაგვახარა!!! მაგრად ითამაშა!!! პერმა ფონინის მოუგო, ოღონდ სამ სეტში, 38 გეიმი და 2,30 სთ!!! 20 ეისი ქონდა!!! წესით ხვალ უფრო დაღლილი უნდა იყოს და ნიკამ ეს უნდა გამოიყენოს!!! აბა შენ იცი, გაგვახარე!!!
დათო
00:56 23-09-2017
0
სეზონი რომ მთავრდება და დიდი შლემის ტურნირებმა რომ განვლო მაშინ შევიდა ფორმაში?! ცოტა ერთფეროვნად კი თამაშობს, მაგრამ Geo რომ იწერება დიდ ტურნირებზე ამაზეც მადლობა, წარმატება ნიკ!
ჭიჭიკო
01:49 23-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული