მთელი ცხოვრების მომენტი - ლეგენდები ერთად ითამაშებენ

AutoSharing Option
პრაღაში მიმდინარე ლეივერის თასზე უნიკალური მატჩი გაიმართა - წყვილებში ერთად ითამაშეს ლეგენდებმა - როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა.

ექსპერიმენტი წარმატებული გამოვიდა: შვეიცარიელმა და ესპანელმა სამ სეტში მოუგეს ამერიკელებს ჯეკ სოკსა და სემ კუერის - 6:4, 1:6, 10:5, თუმცა, მატჩის შემდეგ განაცხადეს, რომ არ აპირებენ მუდმივად ერთად წვილებში თამაშს.

"ეს დაუვიწყარი იყო, - მოჰყავს ნადალის სიტყვები სააგენტო AFP-ს. - განსაკუთრებით ჩვენი ურთიერთშეხვედრების მდიდარი ისტორიის შემდეგ. მართლაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით თამაშისგან. გვინდოდა, რომ ერთხელ მაინც გვეთამაშა ერთად წყვილში და დღეს ეს მოხდა".

"შესანიშნავი მომენტია ჩემს კარიერაში, - განაცხადა ფედერერმა. - ამ თამაშის შემდეგ, ჩვენ ისევ მეტოქეები ვართ. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული