ბასილაშვილი-ისტომინის წყვილმა ჩინეთის ტურნირის პირველივე ეტაპზე წააგო

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

ბასილაშვილი წყვილში დენის ისტომინთან ერთად თამაშობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ მეცის ტურნირზე დაამარცხა. მათი მეტოქეები ავსტრალიელი მარკუს დანიელი და ბრაზილიელი მარსელო დემოლინერი იყვნენ. ბასილაშვილი-ისტომინის წყვილმა 6:4, 4:6, 6:10 წააგო.

ხვალ, თბილისის დროით 12 საათზე, ბასილაშვილი ერთეულთა შეჯიბრში ითამაშებს, სადაც ის მეორე ეტაპზეა გასული. ქართველის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული