ტურნირის საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარია და წყვილებში კალაშნიკოვა (78) იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად მე-2 ნომრად არის განთესილი.
დღეს იაპონურ-ქართულმა წყვილმა მეოთხედფინალში ანა ბოგდანისა (რუმინეთი) და შტეფანი ფოგელის (შვეიცარია) დუეტი დაამარცხა - 6:1, 6:3.
ნახევარფინალში ჩვენებურს ბოგდარენკოსა და კრუნიჩის წყვილი ელის. ეს მატჩი სულ მალე დაიწყება უზბეკეთის დედაქალაქში.