ოქსანა კალაშნიკოვა - ერთ დღეში მოგებული მეოთხედფინალი და ნახევარფინალი

AutoSharing Option
27 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ ერთ დღეში ორი მატჩი მოიგო ტაშკენტში მიმდინარე WTA-ს ტურნირზე წყვილთა თანრიგში და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარია და წყვილებში კალაშნიკოვა (78) იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად მე-2 ნომრად არის განთესილი.

დღეს იაპონურ-ქართულმა წყვილმა მეოთხედფინალში ანა ბოგდანისა (რუმინეთი) და შტეფანი ფოგელის (შვეიცარია) დუეტი დაამარცხა - 6:1, 6:3.

შემდეგ ისინი კორტზე ისევ გავიდნენ და კატერინა ბონდარენკო (უკრაინა) და ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი) დაამარცხეს სამ სეტში - 6:4, 3:6, 12:10.

ფინალში ქართველი და იაპონელი პირველ ნომრად
განთესილებს, ტიმეა ბაბოშს (უნგრეთი) და ანდრეა ჰლავაჩკოვას (ჩეხეთი) ხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული