"იცით, ვინ არის ჩემი საყვარელი სპორტსმენი? რაფალ ნადალი. მომწონს რაფა. ეს ის ბიჭია, რომელსაც ყოველთვის მოგება უნდა. ის - გამარჯვებულია", - განაცხადა ტრამპმა და თან დაამატა, რომ ნადალი - ესპანეთის ნამდვილი საგანძურია.
რაფაელ ნადალი "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონია. ამ სეზონში მან მოიგო საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"