ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა დათმო

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (60) პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან (19) გამართა. 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში - 6:1, 6:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ტურნირის 1/8-ფინალში კი კირგიოსი გერმანელ მიშა ზვერევს (27) შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ქართველი ჩოგბურთელი ასევე ჩინეთში, ჩენგდუს ტურნირში ასპარეზობდა, სადაც მეორე წრეში დამარცხდა. განახლებულ რეიტინგ-ლისტში ის ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მსოფლიოს მე-60 ჩოგანია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ძაან არასტაბილურია, მეტი მუშაობა ჭირდება და ტოპ კლასის მწვრთნელიც
wruwuna
12:40 03-10-2017
0
არასოდეს არ მაქვს ამ სპორტსმენის იმედი!
გოგი ქუთაისელი
12:05 03-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული