დღეს შანხაიში: ბასილაშვილი VS დელ პოტრო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი პირდაპირ ვერ მოხვდა შანხაის "მასტერსის" ძირითად ბადეში, ამიტომაც საკვალიფიკაციო ტურნირის თამაში მოუწია. ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე იყო ნაკლებად ცნობილი ჩინელი, მსოფლიოს 494-ე ჩოგანი ფაინ სუნი, რომელმაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია კლასიფიკაციაში მასზე გაცილებით მაღლა მყოფ მეტოქეს. ბასილაშვილმა 6:3, 7:6 (3) იმარჯვა.

საკვალიფიკაციოს ფინალში ნიკა კანადელ ვასეკ პოსპიშილს ხვდებოდა. შეხვედრა დაძაბული და მარათონული გამოვიდა. პირველი პარტია თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა - ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდნენ. ამასთან, პოსპიშილს მე-11 გეიმში სეტბოლი ჰქონდა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც ბასილაშვილი მცირე
უპირატესობას ფლობდა და მესამე სეტბოლზე მოიგო - 7:6 (9:7).

მეორე სეტში პოსპიშილმა გატეხა ნავსი და აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც იოლად მოიგო პარტია - 6:2. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელიც პირველის მსგავსად, თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ვიდრე ბასილაშვილმა მერვე გეიმში ბრეიკი არ შეასრულა და შემდეგ მატჩზე არ ჩააწოდა. 2 საათსა და 8 წუთში 7:6, 2:6, 6:3 მოიგო.

ასე მოხდა ქართველი ჩოგბურთელი შანხაის "მასტერსის" ძირითად ბადეში, სადაც პირველ წრეში ურთულესი მეტოქე ელოდება - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელსაც აქამდე პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრია. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული