მარია შარაპოვამ პირველი ტიტული მოიპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ WTA-ს პირველი ტიტული მოიპოვა.

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში შარაპოვამ გადამწყვეტი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო მსოფლიოს 102-ე ჩოგანს, ბელორუს არინა საბალენკას. არადა, ამ უკანასკნელს კარგი შანსი ჰქონდა - კარიერაში პირველი ტიტული აეღო.

შარაპოვამ არანორმალური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. პირველ სეტში საბალენკა 4:1-ს იგებდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. მეორე პარტიაში ის კიდევ უფრო ახლოს იყო მოგებასთან - ორმაგი ბრეიკით 5:1 დაწინაურდა, თან ერთი სეტბოლიც ჰქონდა, თუმცა შარაპოვა აქაც გადარჩა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მეოთხე მატჩბოლზე
შეძლო მატჩისა და ტიტულის მოგება - 7:5, 7:6(8). ფინალი 2 საათი და 7 წუთი გრძელდებოდა.

შარაპოვამ პირველი ტიტული მოიგო 2015 წლის მაისის შემდეგ. ეს მისი 36-ე ტრიუმფი იყო პროფესიულ ტურში. ამ მოგების შემდეგ მარია WTA-ს კლასიფიკაციაში 57-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა 15-თვიანი დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი დოპინგის გამოყენების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახ კაკაია ჟენჩინა? ბრავო
დათო
16:37 16-10-2017
0

სიახლეები პოპულარული