მარია შარაპოვა თაღლითობაში დაადანაშაულეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა ინდურ შტატ ხარიანში თაღლითობის საქმის ფიგურანტი გახდა.

44 წლის ბავანა არაგვალმა სასამართლოს სამშენებლო კომპანია Homestead-ზე საჩივრით მიმართა, რომელმაც ინვესტორების წინაშე ვალდებულები არ შეასრულა.

2013 წელს არაგვალმა პროექტში ფული ჩადო და კომპანია ჰპირდებოდა, რომ პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებდა, მაგრამ მშენებლობა არც კი დაწყებულა. შემდეგ არაგვალმა გაიგო, რომ უძრავი ქონების გამყიდველებს საჭირო ნებართვებიც კი არ ჰქონდა.

შარაპოვა საქმეში იმიტომაა მოხსენიებული, რომ მისი სახელი პროექტისა და რეკლამაში Ballet by Sharapova გამოიყენეს.

სასამართლოსთვის მიცემულ დოკუმენტებში არაგვალი ამტკიცებს,
რომ "შარაპოვა არამარტო აგრესიულად უწევდა რეკლამირებას თაღლითურ საქმიანობას, არამედ საზოგადოების დასანახად პროექტს მხარს უჭერდა. შესაბამისად ის თაღლითური საქმის მონაწილეა".

სასამართლომ პოლიციას ამ საქმის გამოძიება დაავალა.

მარია შარაპოვამ Homestead-თან საქმიანი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. კონტრაქტის მიხედვით მან რამდენიმე მილიონი დოლარი მიიღო.

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი სარჩელია. ყველას უნდა ესმოდეს, ვის უწევს რეკლამას. ფულს რომ იღებ, მოდი და ჯერ დოკუმენტაცია შეუმოწმე... ანალოგია: რომ დაგავალოთ, უცნობზე თქვით კარგი კაციაო, იტყვით? იქნებ პედოფილია, ნარკომოვაჭრეა, ყაჩაღია... თუ იტყვით ფულის გულისთვის, უფლისთვის მიმინდვიხართ.
giorgi
21:08 04-11-2017
1

სიახლეები პოპულარული