მარია შარაპოვას ყოფილი შეყვარებული ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე ფიქრობს.

ამის შესახებ მამამისმა დიმიტარ გოსპედინოვმა განაცხადა. მისი თქმით, იდეა შვილს მან მიაწოდა, აზრი კი ჩოგბურთელის კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონის შემდეგ გაუჩნდა.

"გრიგორის სურვილია, მისი ცხოვრების შესახებ სრული ჭეშმარიტება მოჰყვეს. ჩემი შვილი ამაყობს, რომ ბულგარელია და იგი ახლო მომავალში ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას გეგმავს", - აღნიშნა გოსპედინოვმა.

გრიგორ დიმიტროვმა გასულ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ჩოგბურთელმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო და კარიერაში უმაღლეს, მე-3 პოზიციაზე აღზევდა. მის ავტობიოგრაფიულ წიგნში კი მკითხველს, ალბათ, ყველაზე მეტად მარია შარაპოვასთან
ურთიერთობის დეტალები დააინტერესებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული