შვეიცარიაში საუკეთესო კვლავ როჯერ ფედერერია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი შვეიცარიის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. მსოფლიოს რეიტინგის მე-2 ნომერმა აღნიშნულ წარმატებას კარიერაში მეშვიდედ მიაღწია.

აქამდე ფედერერს ეს ჯილდო 2003, 2004, 2006, 2007, 2012 და 2014 წლებში აქვს მოპოვებული.

დასრულებულ საჩოგბურთო სეზონში შვეიცარიელს ასევე სამი სხვა ჯილდოც გადაეცა.

''ეიტიპის'' საიტზე იგი გულშემატკივრების წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა. მას ასევე მიიღო სტეფან ედბერგის სახელობის წლის სპორტსმენის ჯილდო და გაიმარჯვა ნომინაციაში – ''წლის საუკეთესო დაბრუნება''.

ფედერერი მოსამზადებელ ეტაპს დუბაიში გადის და ამიტომ იგი დაჯილდოებას ვერ ესწრებოდა, თუმცა მიმართვა
სოციალური ქსელით გაავრცელა.

''ჩემმა შვილებმა მკითხეს, მამა, რატომ არ დაესწარი დაჯილდოებასო? მაგრამ პირველი ნომერი ხომ რაფაელ ნადალია – იყო ჩემი პასუხი. ხუმრობის გარეშე კი, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღებით. ყველას დიდი მადლობა'', – განაცხადა ფედერერმა.


მომზადებულია tennisworld–ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული