როჯერ ფედერერი ტკბილეულის რეკლამირებით 20 მილიონ დოლარს მიიღებს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერმა ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია ''ლინდტთან'' კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ეს კონტრაქტი დიდი სლემის ტურნირების 19-გზის ჩემპიონს მომავალ სეზონში დამატებით 20 მილიონ დოლარს მოუტანს.

ამ ფაქტით აშკარად ბედნიერი ჩანდა ''ლინდტის'' დირექტორი ერნსტ ტანერი.

''ფედერერმა გასულ წელს შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მან თავისი შესაძლებლობა და დიდებულება კიდევ ერთხელ დაგვანახა.

''ლინდტი'' და როჯერ ფედერერი შვეიცარიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენენ.

ჩვენ ბედნიერნი ვართ კონტრაქტის გაგრძელებით'', - განაცხადა ტანერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული