"როჯერ ფედერერივით 36 წლის ასაკში თამაშს არ ვაპირებ. ყველას თავისი გზა აქვს, ის, რაც ერთისთვის კარგია, არ არის აუცილებელი, რომ სხვისთვისაც კარგი იყოს. 31 წლის ვარ და ფედერერის ასაკამდე წინ კიდევ დიდი დროა.
ვფიქრობ, იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შევძლებ თამაშს, თუმცა კიდევ 6 წელი ამის გაკეთებას არ ვაპირებ. როდესაც 26 წლის ვიყავი, არ მეგონა, რომ 31 წლის ასაკში ვითამაშებდი, ახლა კი როჯერის ასაკში ყოფნისას ჩოგბურთის თამაში ვერ წარმომიდგენია, თუმცა
ნადალი მსოფლიოს პირველი ჩოგანია, ფედერერი კი ATP-ს რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. ესპანელმა "დიდი სლემების" ტურნირების მოგება 16-ჯერ შეძლო, შვეიცარიელმა კი "მეიჯორები" 19-ჯერ მოიგო.