ნადალი: "ფედერერის ასაკში თამაშს არ ვაპირებ"

AutoSharing Option
ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა ესპანურ მედიასთან საუბრისას სამომავლო გეგმები განიხილა.

"როჯერ ფედერერივით 36 წლის ასაკში თამაშს არ ვაპირებ. ყველას თავისი გზა აქვს, ის, რაც ერთისთვის კარგია, არ არის აუცილებელი, რომ სხვისთვისაც კარგი იყოს. 31 წლის ვარ და ფედერერის ასაკამდე წინ კიდევ დიდი დროა.

ვფიქრობ, იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შევძლებ თამაშს, თუმცა კიდევ 6 წელი ამის გაკეთებას არ ვაპირებ.  როდესაც 26 წლის ვიყავი, არ მეგონა, რომ 31 წლის ასაკში ვითამაშებდი, ახლა კი როჯერის ასაკში ყოფნისას ჩოგბურთის თამაში ვერ წარმომიდგენია, თუმცა
გადაჭრით თქმა არ შეიძლება, ეს ფიზიკური მდგომარეობის, მენტალობისა და მზადყოფნის საკითხია," - განაცხადა რაფამ.

ნადალი მსოფლიოს პირველი ჩოგანია, ფედერერი კი ATP-ს რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. ესპანელმა "დიდი სლემების" ტურნირების მოგება 16-ჯერ შეძლო, შვეიცარიელმა კი "მეიჯორები" 19-ჯერ მოიგო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული