2 ქართველი და 4 მილიონი დოლარი გამარჯვებულს - წლის პირველი საჩოგბურთო სლემი იწყება

AutoSharing Option
წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

აქამდე ბასილაშვილს მელბურნის კორტებზე ორჯერ უასპარეზია. როგორც 2016, ისე 2017 წელსაც, მისი მაქსიმუმი პირველი რაუნდი აღმოჩნდა.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ იქნება მისი პირველი მეტოქე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ბასილაშვილთან ერთად ტურნირიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს წყვილთა თანრიგში ცდის.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში როჯერ ფედერერია, რომელიც ტიტულის დაცვას წელსაც შეეცდება.

ყველაზე
მეტჯერ, 6-ჯერ, აღნიშნული ჯილდო ავსტრალიელ როი ემერსონსა და ჯერ კიდევ მოქმედ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვთ მოგებული.

მათ ავსტრალიის 5 ღია პირველობის ჩემპიონის ტიტულით როჯერ ფედერერი მიჰყვებათ.

ქალთა ერთეულთა თანრიგში გასულ წელს პირველობა არავის დაუთმო სერენა უილიამსმა, თუმცა, ამერიკელი წელს მელბურნის კორტებზე ტიტულს ვერ დაიცავს, რადგან მან ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქალთა შორის კი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ,  ეს პრესტიჟული ჯილდო ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მარგარეტ კორტმა ასწია. მას უკან სწორედ სერენა უილიამსი მიჰყვება, რომელსაც წლის პირველი მუზარადი 7-ჯერ აქვს მოგებული.

2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა დიდი დანაკლისით ჩაივლის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში.

ტურნირს ისეთი მოთამაშეები დააკლდებიან, როგორებიც არიან: ენდი მარეი და კეი ნიშიკორი.

აქვე ვთქვათ, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდებიან ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა. ორივე ჩოგბურთელს თითქმის 6 თვის განმავლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.

ქალთა ერთეულთა თანრიგში უკვე ვთქვით, რომ არ იქნება სერენა უილიამსი. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი დანაკლისი ქალთა ერთეულთა თანრიგში არ არის.

ავსტრალიის ღია პირველობაზე კორტის ტრიბუნებიდან მაყურებელთა რაოდენობა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. 2017 წელს ტურნირს თვალი 728 763-მა ადამიანმა მიადევნა, რაც არსებობის ისტორიაში სარეკორდოა.

ტურნირის გამარჯვებული, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, 2000 ქულას ჩაიწერს. ტურნირის ცენტრალური კორტი "როდ ლეივერის" სახელობის არენაა, რომელიც 14 820 მაყურებელზეა გათვლილი.

შემდეგ 10 500 მაყურებლით "ჰაისენს არენა" მოდის, ბოლო კი, 7500 მაყურებლით, "მარგარეტ კორტის" სახელობის არენაა.

ტურნირი 1969 წლიდან იმართება. შეხვედრები თავდაპირველად კოიონგის ჩოგბურთის კლუბში იმართებოდა, თუმცა შემდეგ მელბურნ პარკის კორტებზე გადაინაცვლა.

როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ერთეულთა თანრიგში, ტურნირის გამარჯვებული 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2 მილიონ დოლარს მიიღებს ფინალისტი.

პირველი რაუნდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი ჩოგბურთელები 60 000 დოლარს გამოიმუშავებენ.

ტურნირის პირდაპირ ტრანსლაციას "ევროსპორტი" აწარმოებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინც კარგები ხართ!ყოჩაღ.
რეზო
17:13 11-01-2018
0
ბ–ნო ავტორო!ასეთი ქართულით სტატიის წერა არშეიძლება.გეგონება ინგლისურიდან ნათარგმნი ტექსტი.
რეზო
12:18 11-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული