ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8-ფინალურ ეტაპზე 16 წლის რუსი, ევგენია ბუდრინა, ორ სეტში - 6:3 7:6 დაამარცხა.
ძალიან საინტერესოა ამ შეხვედრის სტატისტიკური მონაცემები.
ჩვენებურის მეტოქემ 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, როდესაც სოფო ამ კომპონენტში მხოლოდ ერთხელ შეცდა.
აქვე ვთქვათ, რომ შაფათავამ მატჩის განმავლობაში 2 ეისი დააგროვა.
ანტალიაში დღესვე იასპარეზებს ეკატერინე გორგოძეც.
როგორც გორგოძე, ისე შაფათავა, დღეს თავიანთ შეხვედრებს წყვილებშიც ჩაატარებენ.