ნიკოლოზ ბასილაშვილის განრიგი - დიდი ტურნირები და ყველგან ძირითად ბადეში

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირების განრიგი გამოაქვეყნა, სადაც იგი მომავალში იასპარეზებს. მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი 3-4 თებერვალს დევისის თასზე საქართველოს ნაკრებს მაროკოსთან შეხვედრაში დაეხმარება.

12-18 თებერვალს ბასილაშვილი ნიუ-იორკის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ადრე მემფისში ტარდებოდა და 2018 წელს ნიუ-იორკში გადაიტანეს.

ნიკოლოზი 19-25 თებერვალს ძალებს დელრეი-ბიჩის ტურნირზეც მოსინჯავს.

26 თებერვლიდან იგი აკაპულკოს ტურნირში ჩაერთვება, 8-დან 18 მარტის ჩათვლით კი, ინდიან უელსის მასტერსზე იასპარეზებს.

21 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით კი, ბასილაშვილი ძალებს მაიამის მასტერსზე მოსინჯავს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ყველა
ტურნირზე ძირითად ბადეში იქნება დაშვებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული