დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალურ მატჩში მარცხის შემდეგ რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაცია დღეს ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის მე-2 ნომერმა გადაღლილ გრაფიკს ვერ გაუძლო, რასაც ავსტრალიაში ძლიერი სიცხეებიც ერთვოდა.

ფინალამდე მან კორტზე მთლიანობაში 12 საათზე მეტი გაატარა, რასაც ფინალურ მატჩში კიდევ 2:53 საათი დაემატა.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მძიმე ჰალეპისთვის 1/2-ფინალური მატჩი აღმოჩნდა, სადაც კორტზე 2:23 საათი გაატარა და ერთი დღის შემდეგ ფინალი ითამაშა.

რაც შეეხება ფინალს, რუმინელ კაროლინ ვოზნიაცკისთან სამ სეტში - 6:7, 6:3, 4:6 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული