მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის მე-2 ნომერმა გადაღლილ გრაფიკს ვერ გაუძლო, რასაც ავსტრალიაში ძლიერი სიცხეებიც ერთვოდა.
ფინალამდე მან კორტზე მთლიანობაში 12 საათზე მეტი გაატარა, რასაც ფინალურ მატჩში კიდევ 2:53 საათი დაემატა.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მძიმე ჰალეპისთვის 1/2-ფინალური მატჩი აღმოჩნდა, სადაც კორტზე 2:23 საათი გაატარა და ერთი დღის შემდეგ ფინალი ითამაშა.
რაც შეეხება ფინალს, რუმინელ კაროლინ ვოზნიაცკისთან სამ სეტში - 6:7, 6:3, 4:6 დამარცხდა.