მსოფლიო რეიტინგის მე-9 ჩოგანს აკრძალული პრეპარატის როქსადუსტატის გამოყენება დაუდასტურდა, "უიმბლდონის" ყოფილი გამარჯვებულის თქმით, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკია და დანებებას არ აპირებს.
"ვგრძნობ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ, ვიბრძოლებ სანამ ჩემს სიმართლეს ბოლომდე არ დავამტკიცებ, პრეპარატი განზრახ არ მიმიღია, საქმე ტიტულებს ან ფულს არ ეხება, ამ სპორტის მიმართ 25 წლიანი სიყვარული მაკავშირებს" - განაცხადა ჰალეპმა.