საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირდება ლამინ უაჰაბისა (591-ე ჩოგანი) და გიორგი ცივაძის (1082) შეხვედრით გაიხსნა, რომელიც მაროკოელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.
ცივაძემ ორ სეტში 3:6, 3:6 წააგო.
ასევე დღეს გამართავს თავის შეხვედრას საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (57), რომელიც ამინ აჰუდას (698) დაუპირისპირდება.